“დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს უშვებენ დარბაზში?” – ალეკო ელისაშვილი

დეპუტატი, :
“ნაცებთან არ დავსხდებით, ქოცებთან არ დავსხდებით იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც. ახლა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, იმასთან არ დავსხდებითო. ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, ზოგი მინისტრი იყო, კოალიციებს კრავენ, იმას შვრებიან, ამას შვრებიან და ჰაიტ, არ დავსხდებითო. ხვალ თუ შემოხვალ მთავრობის დამტკიცების დროს, დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს უშვებენ იმ დარბაზში. ცოტა სერიოზულად ხომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. რისთვის შევდივარ იქ? – ჭკუა კი არ უნდა მასწავლოს თინა ბოკუჩავამ, უბრალოდ ის იქნება მოდერატორი ამ შეხვედრის”.
ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

ასევე დაგაინტერესებთ