“დღეს რაც მოხდა რუსთაველზე ამის გამართლება უბრალოდ არ არსებობს” – სამადაშვილი

“დღეს რაც მოხდა რუსთაველზე ამის გამართლება უბრალოდ არ არსებობს” – სამადაშვილი
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, :
დღეს უდანაშაულო ქალი, მზია ამაღლობელი ციხეში გაისტუმრა რეჟიმმა და შეგვახსენა, რა ბოროტებას ვებრძვით… პირველი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების ამბავი კი, ზვიად ცეცხლაძის ოჯახთან სტუმრობისას გავიგე, დიდი სიხარული იყო! იმედიც! მალე უნდა დაუბრუნდეს ოჯახს ყველა პოლიტიკური პატიმარი! ჩვენ კი, ყველას ერთად, გამარჯვების იმედის გაძლიერება გვჭირდება დღეს. ამ დღეს აქციაზე, სადაც თვეებია, სხვებთან ერთად დგას გრიგოლ გეგელია, მასზე იერიში ადამიანურად, მორალურად და პოლიტიკურად, ყველა თვალსაზრისით, ღრმა შეცდომაა. P.S. ნუ შემოვარდებით არჩევნებზე გასვლის თემის განსახილველად. დღეს რაც მოხდა რუსთაველზე ამის გამართლება უბრალოდ არ არსებობს.