“დღეს რაც გააკეთა “ოცნებამ”, – ეს იყო პროვოკაცია, ძალადობა” – ანა დოლიძე

24
“ხალხის პარტიის“ ლიდერი, ანა დოლიძე, რომელიც სინდისის პატიმრების მშობლებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფება, მედიასთან ამბობს:
“დღეს რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს იყო პროვოკაცია, ძალადობა – ღირსებით მოსვლა აქაც ვერ მოახერხა.  ამ ერთ დღეს ვერ მოახერხა თუნდაც შეენიღბა საკუთარი ნამდვილი ბუნება და სიმართლით ნამდვილად აღენიშნა ის წვლილი, რა წვლილიც 9 აპრილის გმირებმა შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში.”
ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და “ოცნების” სხვა წევრების მემორიალთან მისვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით განარიდა ტერიტორიას და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა.
ამას მოჰყვა პროტესტი და შეძახილები – “მონებო”, “რუსებო”, “სირცხვილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით