დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, დიდი ფინალია. მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ს პსჟ ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.
პარიზელთა შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით და ცუდი ზაფხული არც ლონდონელებს ჰქონიათ – მოიგეს კონფერენს ლიგა და მიმდინარე ტურნირის ფინალამდეც წარმატებით მივიდნენ. ენცო მარესკას გუნდი კარგადაც გაძლიერდა, ჟოაო პედროს თამაში ამაზე მოწმობს.
ლუის ენრიკეს მონსტრი ნახევარდაცვა ჰყავს და “ჩელსისთვის” კაისედოს (ტერფის პრობლემა დაძლია) მომჯობინება უმნიშვნელოვანესი იყო.
“მეტლაიფზე” პსჟს შემადგენლობა უცვლელი უნდა იყოს, პაჩოს დანაკლისი კი მართლაც სერიოზულია. უსმან დემბელემ “ოქროს ბურთისთვის” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ის უფრო მოტივირებული იქნება.
მადრიდის “რეალთან” რა თამაშიც ვნახეთ და “ინტერთან” ფინალის გამოცდილებაც ახლოსაა, შეუძლებელია, პარიზელებისგან მორიგ სასწაულს არ ელოდო, მაგრამ “ჩელსი” უფრო დაბალანსებული გუნდია და დაცვაში უფრო საიმედო იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი ჩემპიონატი აქვს, მაგრამ მისგან მეტი შედეგიანობის მოლოდინია და იმედია, მის გოლს მორიგ ფინალში ვნახავთ. ისევე როგორც, კიდევ ერთი თასი გვსურს!..
· DVB ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდები. “ჩელსი” მეორე ტაიმის გუნდია ზოგადად. (ეს მწვრთნელის სიძლიერეზეც მეტყველებს!) შესაბამისად “პსჟ”-ეცდება, როგორც “რეალს” ამასაც პირველივეში მოუგვაროს. კი, პაჩო თითქმის ნახევარი მარჯვენა ფლანგია გუნდის, მაგრამ მარკინიოსი უშეცდომოა ბოლო თამაშებია (ეტყობა “არსენალთან” კარგი გაკვეთილი მიიღო.) შესანიშნავად თამაშობს და უშეცდომოდ… რუისი ნელ-ნელა “მკვლელად” ყალიბდება, როგორიცაა ჰაკიმი… შუა ხაზი- ვიტინია, ნევეში.. “радиоуправляемые передачи” საოცარი ცენტრი ყავთ მართლაც! წინა ხაზი ხო საერთოდ მძიმე არტილერიაა! არა მგონია “ჩელსიმ” გაუძლოს, თუმცა მაინც მძიმე თამაშს (ფინალისთვის დამახასიათებელს) ველოდები… “პსჟ”-ს გამარჯვებით… ხვიჩას გოლი გვინდა… თავის სტილში, როგორიც “ვილაში” კარში.. წარმატებები ხვიჩას და კომპანიას! ველოდებით…
· მერაბი ჩხოროწყუ კი გეთანხმები, საკლუბო ფეხბურთში ანდორამ გაგვასწრო თურმე, რაღაც უნდა გაკეთდეს ან რეფორმა , იციან ეს სპეციალისტებმა, მაქვს წინადადება გაკეთდეს ფედერაციაში საკლუბო ფეხბურთის განვითარების ცენტრი ,და ბატონ თემურ ქეცბაიას ვთხოვოთ უხემძღვანელოს ,ამ კაცმა იცის ეს საქმე , კვიპროსი სახეზეა,იმათმაც გაგვასწრო, ბოდიში თუ არასწორი ვარ,
· SOS!!! ხვიჩა, ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდები შენს გოლს, აბა შენ იცი, მიდი, შეუტიე და გაიტანე!
· ჟორა გაბრიჭიძე მე პირადად პსჟ-ესგან სასწაულს არ ველი, რადგან ეს იქნება მათი დამარცხება. სასწაული თუ გინდათ სწორედ ეს იქნება. მე მათგან მორიგ გამარჯვებას ველი. პსჟ იმ მონსტრად ჩამოყალიბდა, ომელიც 7-8 წელი იმეფებს მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში.
· წორპედოოოოოო რამოხდება ერთი კონკურენტ უნარიანი გუნდი გაკეთონ საქართველოში ყოველ წელს ევრო თასებზე რო იქნება მაგრამ აქ ყველას ფული უყვარს და არაა ფრხბურთი ყველა იმას ფიქრობს ფული როგორ მოტეხოს წილებში როგორ ჩაუჯდნენ ფეხბურთელებს და ასე შემდეგ ეს ძალიან სამწუხაროა აქ!!!!ამიტომ ჯერ ჯერობით სანამ კოკაიასნაირი ფეხბურთზე შეყვარებული კაცი არ გამოჩნდება არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთსს…ვისაც უყვარდა ფეხბურთი ყველა ჩამოაშორეს ფეხბურთს ზოგი დაიღუპა აცხონოს უფალმა მათი სულები…
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “რეალთან” მატჩში?
“ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი” – უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ზინედინ ზიდანი: რასაც ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ მარტივი არაა
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? – კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
“არსენალი” “ჩელსის” შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
უარი “ლივერპულს” და “ჩელსის” – ალონსოს ინიციატივით “რეალმა” პირველი ტრანსფერი შეათანხმა
“ჩელსიმ” ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა – ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს – რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს” – ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
“მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ” – გალასმა “არსენალი” გააკრიტიკა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “რეალს” ამარცხებს
[VIDEO] პსჟ GALACTICS! – “კვარას” გუნდმა “რეალი” გაანადგურა და ფინალში გავიდა