„დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას“ – არმაზ ახვლედიანი

დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას, სხვაგვარად ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, “ტოტალური გაყალბების” მიუხედავადაც კი ოპოზიციას არჩევნებზე გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა.
„რა არის გასაკეთებელი და რა არის ფორმულა, რომელიც გამოგვიყვანს ჩიხიდან, როგორ შეიძლება ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ ნაბიჯი გადადგას დროულად? უნდა ვთქვათ, რომ ამ ტოტალური გაყალბების მიუხედავადაც კი გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა ოპოზიციას. რა არის აქ გამოსავალი? მე ვიტყვი, რომ აქ გამოსავალი არის ერთადერთი, მეურნე კაცი სწორედ ახლა, დეკემბერში ფიქრობს იმაზე, რომ აუცილებელია როცა გაზაფხული დადგება, გასხლას თავისი ბაღი. დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას. სხვაგვარად მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს, რომელიც საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის გარეშეც დიდი გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, დარაზმავდა ახალი გადატვირთული ოპოზიციური სპექტრის ირგვლივ და პრეზიდენტის ძალიან სწორ იდეებს, პროექტს და გეგმას რეალიზებაში ხელს შეუწყობდა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვაზე, გასხვლაში გარკვეული პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკური ველიდან გასვლას გულისხმობთ?, არმაზ ახვლედიანი პასუხობს, რომ დიახ, რადგან სხვაგვარად ოპოზიციურ ფრონტზე ნდობა ვერ გაჩნდება.
„რა თქმა უნდა და ასევე, არსებითად ერთ მთავარ საკითხში ჩამოყალიბებას. ვინც ვერ ყალიბდება საკითხში, განზე უნდა გადგეს. არავინ იფიქროს, რომ ეს პროტესტი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ე ს ძირგამომპალი რეჟიმი უნდა წავიდეს, ეს პროტესტი ყოველ ჯერზე, თავისი არსით ადასტურებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს სჭირდება სხვაგვარი მმართველობა ამგვარი რუსული პოლიციური რეჟიმის შემდეგ. უნდა მოხდეს თვისობრივი გადატვირთვა ოპოზიციურ ფრონტზე, რის შედეგადაც გაჩნდება ნდობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რახ შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო , არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ს მისაღებია, თუმცა ოპოზიციამ მას ეს გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს.
„რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს არჩევნებთან დაკავშირებულს, ყველა კარგად ხვდება, რომ საბოლოო ჯაში ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა უნდა მიიღოს, მაგრამ მას ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივაღებინოთ იმიტომ, რომ ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლების და გავლენების დამთმობი არ არის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.