დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის – პეტერ ფიშერი

დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.