დღეს, პარტიაში გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ მოხვდეს გამსვლელ სიაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში – ბაჩო დოლიძე

“ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში არსებობენ პირები, რომელთაც მერკანტილური მიზნები აქვთ.
როგორც დოლიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, პარტიის პოლიტიკური ელიტა მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორ გავიდეს 2024 წლის საპარლამენტო ს გამსვლელ სიაში და სხვა ინტერესი მათ არ ამოძრავებთ.
“დღეს, მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესებია ძალიან ბევრი ადამიანის. სამწუხაროდ,დღეს გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ მოხვდეს გამსვლელ სიაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოღონდ სიაში იყოს და საერთოდ არ აინტერესებს სხვა არ არაფერი, მზად არის ოპოზიციაში იყოს მთელი დარჩენილი ცხოვრება. სხვა მოტივაცია ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, სხვა მოტივაცია მოდის საზოგადოების მხრიდან: ყველას უნდა ცვლილება, სამწუხარო ის არის, რომ ამ ცვლილებისთვის საჭირო განასხვავებენ ნიშანს დღემდე ვერ აჩენებ.
კიდევ ერთხელ ვამბობ – თითქმის ერთი წელია ნაბიჯი არ გადადგმულა იმისათვის, რომ პოზიციები [შეთანხმებული] ყოფილიყო, თორემ “ნაციონალურ მოძრაობაში” განსხვავებული აზრი სულ იყო, არ მახსენებდა ერთი დღე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კამათი არ ყოფილიყო და ერთად არ გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს რა სურათია?! ვხედავთ პარტიულ ელიტას, რომელიც ხან ერთ აეროპორტში მიემგზავრება ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში, ეს თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია?! ისიც მახსოვს, როგორ ემიჯნებოდნენ – ჩვენ რა კავშირი გვაქვს კეზერაშვილთანო და შემდეგ აღიარეს – პრობლემაა ეს ყველაფერი. ან ვუსწორებთ პრობლემას თვალს ან რეალურად და ვხედავთ რეალურად რა განწყობებია საზოგადოებაში ან ვიქნებით კარჩაკეტილები ჩვენ ნაჭუჭში.”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით