დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მივა. ფინანსთა მინისტრი „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.
ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.