დღეს პარლამენტი 2024 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს 2024 წლის ბიუჯეტს დააამტკიცებს. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28,5 მილიარდი ლარია. ხარჯვითი ნაწილი, საბოლოო ვერსიაში, 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
სახელმწიფო დაწესებულებებში გაზრდილი ბიუჯეტი ასევე გათვლილია ხელფასების ზრდაზე, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებზე. ბიუჯეტში განათლებისთვის 3.5 მილიარი ლარია გამოყოფილი.
“თანხა გადანაწილდა ყველა სამინისტროსა და უწყებაზე, არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, ვისაც თანხა არ მოემატა.” – აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი წინასაარჩევნო პიარზეა გათვლილი.