დღეს პარლამენტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.
ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.