დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.
პარლამენტი დღეს, პირველივე სხდომაზე, დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიას შექმნის. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)