დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება – შეხვედრაზე -ის დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ

დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს.
შეხვედრაზე -ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
გამოცემის ცნობით, ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.
ასევე, ლიდერები რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!