დღეს პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ჩილელი ჯოან ერერა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:10 საათზე დაიწყება.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს – ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი