დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს – მამარდაშვილი და მიქაუტაძე

ჩემპიონთა ლიგა არაა, მაგრამ დღეს ქართველების საინტერესო ორი მატჩია. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი დროით 23:00 საათზე, ინგლისის EFL თასზე (1/16 ფინალი) “ლივერპულში” გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი “საუთჰემპტონთან” “ენფილდზე” შედგება. უკვე 23:30 საათზე გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “სევილიას” ესტუმრება.
თუკი “ლივერპული” პრემიელიგაში ყველაფერს იგებს, მისი მეტოქე ჩემპიონშიპშიც ვერ ყოჩაღობს. არნე სლოტის გუნდი ცოტა გადაიღალა და თასზე როტაცია დიდი დოზით იქნება. “წითლებმა” ბოლო ექვს მატჩში 14 გოლი გაიტანა, პრემიერლიგის 39 საშინაო შეხვედრა კი გოლის გარეშე არ დაუტოვებია. გულშემატკივარს ის თუ შეაშფოთებს, რომ ლივერპულელები ორ გოლს საკმაოდ ხშირად უშვებენ და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე უწევთ.
“მამარდას” გუნდმა თასი, სადაც ქართველი მეკარის დებიუტი შედგება, 2023-24 წლების სეზონში მოიგო, მარტში კი ფინალში “ნიუკასლთან” (1:2) დამარცხდა.
“ლივერპული” “სატონს” მუდმივად ამარცხებს, გამონაკლისი კი 2021 წელს იყო, როცა ჰაზენჰუტლის გუნდმა კლოპის ბიჭებს (1:0) აჯობა. იმ შემადგენლობიდან ალისონი, რობერტსონი და სალაჰი ახლაც გუნდში არიან, მეორე მხრიდან კი სტეფანსი.
არნე სლოტმა უკვე დაადასტურა, რომ ვან დაიკი, კონატე, გრავენბერხი, სობოსლაი და სალაჰი დაისვენებენ, რადგან ისინი ბევრს თამაშობენ. ნახევარდაცვაში 18 წლის ტრეი ნიონს ელიან, ვისაც იაპონელი ვეტერანი, ვატარუ ენდო შეუწყვილდება. მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო კიეზა ითამაშებს.
მამარდაშვილის წინ ცენტრალური მცველები ჯო გომესი და 18 წლის იტალიელი, ჯოვანი ლეონი იქნებიან.
“ყვითელ წყალქვეშა ნავს” კი გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად შეეწყო და ამის გაგრძელება “სანჩეს პისხუანზე” გვსურს.
“სევილიას” სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და საკუთარ არენაზე, სადაც ამ სეზონში არ მოუგია, მის გაგრძელებას გეგმავს, “ვილიარეალს” – წარმატებული პერიოდის დაბრუნებას.
გასულ ტურში ალექსის სანჩესმა გაიტანა – 36 წლისა და 275 დღის ასაკში. უდიდესი კარიერის მქონე ჩილელი ახლა ვილიარეალელებს ემუქრება.
მიქაუტაძის გუნდი ტურის წინ მესამე ადგილზეა, ხუთი მატჩიდან კი მხოლოდ ერთში დამარცხდა. “ვილიარეალმა” “სევილია” უკანასკნელ სამ შეხვედრაში დაამარცხა, მათ შორის “რამოს სამჩეს პისხუანზეც.”
“ოსასუნასთან” დაპირისპირებისგან განსხვავებით, მარსელინიოს გუნდის სასტარტოში მოურინიოს, ვეიგას, კარდონას, კომესანასა და ბუშანანის ელიან, შეტევაში კი კვლავ პეპესა და მიქაუტაძის დუეტს.
· . ჟორჟმა პირველი გოლი გაიტანა და დარწმუნებული ვარ,მომავალ თამი,გაცილებით მეტად მოამარაგებენ პასებით.ნდობა თანდათან მოდის,ურთიერთ გაგებაც.ვილიარეალს სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს,სევილიას წინააღმდეგ და არა მგონია მასპინძლებმა ამ თამაშშიც გამარჯვება გაატანონ სტუმრებს,თუმცა არც ვილიარეალი დაანებებს გამარჯვებას.სევილიას თამაში წელს არ მინახია,მაგრამ მგონია რომ კარგი თამაში იქნება და ლოგიკურად ფრეს ველოდები.იმასაც დავამატებ,რომ თუ შევცდი და ვილიარეალმა გაიმარჯვა,განსაკუთრებით ჟორჟმა თუ გაიტანა,ძალიან გამიხარდება.
ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” “მორიერენსეს” მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
[VIDEO] პსჟ “მარსელთან” 0:1 დამარცხდა – ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
ათამაშებენ მამარდაშვილს “საუთჰემპტონთან”? – “ლივერპულმა” მერსისაიდულ დერბიშიც გაიმარჯვა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] როგორ ველოდით – მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე “ფრენის” შემდეგ
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება