დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა – ის (გახარია) მოწმედაც კი არ დაუბარებიათ –

დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა – ის (გახარია) მოწმედაც კი არ დაუბარებიათ –
დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა , – აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე. ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად მისცა შესაძლებლობა დაეტოვებინა ქვეყანა. „ჩემი აზრით, მან ის გაცვლა შემდეგში: მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, მის გარდა, ბრემენელი მუსიკოსის გარდა. მას ჩააბარეს კომისიაზე გამოცხადების უწყება, თუმცა მისცეს დრო, რომ დაეტოვებინა ქვეყანა.
ანუ, თუ მისი დაკავება უნდოდათ, მითუმეტეს, ჩორჩანას ინციდენტის გამო, საზღვარი რომ გადაკვეთა მაშინ რა ვერ გაიგეს ქვეყნიდან რომ გადიოდა?! არ არსებობს ეგეთი რამ, ის დაიბარეს კომისიაზე და შემდეგ ერთ კვირიანი ვადა მისცეს გამოცხადებამდე, რის განმავლობაშიც მან ქვეყანა დატოვა. პარალელურად გემახსოვრებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას ინციდენტზე, მაგრამ არაფერი გვსმენია, თუ როგორ გაგრძელდა ეს გამოძიება. ასე ათასობით შემოდებული საქმე გვინახავს, რატომ? – ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ, რატომ არ დაუბარებიათ, იმიტომ რომ, ადამიანს მოწმედ რომ დაიბარებ და ის არ გამოცხადდება უცხოეთიდან, მერე უკვე ეს პასუხისმგებლობის საკითხია, მოწმედ დაბარება ასევე პასუხისმგებლობას და არ გამოცხადება პასუხისმგებლობას ნიშნავს, მოწმედაც კი არ დაიბარეს, არა თუ ბრალი წაუყენეს ჩორჩანაზე. უბრალოდ ანიშნეს, შენს თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს არის პატარა ფანჯარა, რომლისთვისაც მას შეუძლია თავისუფლად ქვეყანა დატოვოს და იმ სიცხეში გავარვარებულ საკანში არ იჯდეს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში