დღეს ოპოზიცია საკუთარ თავს და მხარდამჭერებს ატყუებს, დღეს ოპოზიცია ილუზიებში ცხოვრობს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმიანება Visioner-ის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის ცნობითაც, აქციას 200 000-მდე ადამიანი ესწრებოდა და რეალურ კადრებს ავრცელებს.
ჩიხელიძის თქმით, დღეს ოპოზიცია საკუთარ თავს და მხარდამჭერებს ატყუებს, ისინი ილუზიებში ცხოვრობენ, ექსპერტი იხსენებს ს სიტყვებს, რომლის თქმითაც, 21-ე საუკუნე აღქმების ეპოქაა და არა ფაქტების, ხოლო ოპოზიცია სწორედ აღქმებით ცხოვრობს.
“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ოპოზიცია ციფრებთან მწყრალად არის. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით გუშინდელ აქციას, არც მეტი არც ნაკლები 200 000 ადამიანი დაესწრო, ხომ მაინც იტყუებით და ბარემ 500 000 დაგეწერათ რატომ თავმდაბლობთ?
დღეს ოპოზიცია საკუთარ თავს და მხარდამჭერებს ატყუებს, დღეს ოპოზიცია ილუზიებში ცხოვრობს, სწორედ ეს თქვა რამდენიმე თვის უკან გვარამიამ 21-ე საუკუნე აღქმების ეპოქა არის და არა ფაქტებისო, ისინი სწორედ აღქმებით ცხოვრობენ. მერე რა, თუ 200 000 ათასის ნაცვლად 2000 ადამიანი იყო, მთავარი ხო აღქმაა….
პ.ს. როგორც ჩანს ოპოზიციამ არჩევნებში მიღებული ხმები visioner-ს დაათვლევინა, ამიტომ ამბობენ გავიმარჯვეთო,”- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო

სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ნათელია