დღეს მკაფიოდ და ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციის ნაწილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, არ აინტერესებს არც ადგილობრივი და არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეზე.
“დღეს ჩვენ მკაფიოდ და ნათლად, ფაქტებით გამყარებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები. როდესაც წავიკითხე ერთ-ერთი ამონარიდი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან [პარლამენტში], ქალბატონმა [თინა] ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი, ცდილობდა ხელი შეეშალა ნორმალური პროცესისთვის. თუმცა, ამ პროცესმა მაინც მშვიდობიანად ჩაიარა. მერე, როდესაც მისი მოხსენება იყო, მან კიდევ მოგვიწოდა: “მაჩვენეთ, სად წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.” ვთხოვე მანდატურის სამსახურს, სპეციალურად გავხაზეთ მარკერით და მივაწოდეთ ქალბატონ თინას. თუმცა, მან ამ ყველაფერს არც დახედა და როდესაც მე გავედი ისევ ტრიბუნასთან პასუხების გასაცემად, ვნახე, რომ ისევ იქ იდო [ფურცელი]. ანუ, მათ რეალურად არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აინტერესებთ, არც სხვა. სამართალი მათთვის არის მხოლოდ ის, რასაც შეუთვლით ბელადი და რაც უნდა გააკეთონ,” – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა

ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია