დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერს საქმეზე ს მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომაზე პროკურატურის მიერ გამოძახებულ მოწმეებს გამოკითხავენ. ცნობილია, რომ პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი აქვს თავად მესამე პრეზიდენტს.
სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას გამართავენ და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.