სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დღეს, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მიიღებს.
11 ტურის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად დაიძაბა. მათ რიგებშია “ფიორენტინაც”, რომელმაც სტაბილურობას მიაღწია.
მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რათა ამ შეხვედრას უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. ნეაპოლელთა რიგებში
მთავრი სირთულე კვლავ სტანისლავ ლობოტკას უკავშირდება. სლოვაკი მილანში გუნდთან ერთადაა.
ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდება, რომლითაც ამ სეზონსაც იწყებდა და 3 მცველით ითამაშებს (მაკტომინეის ფაქტორი ამ ტაქტიკას ხელს უშლის). ამ შემთხვევაში კაპიტანი დი ლორენცო კვლავ ცენტრში გადაინაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი მაცოკი ან პოლიტანო ჩაიბარებს. გამოვა, რომ სანაკრებო შეხვედრების წინ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ფორვარდი იქნება, სადაც მას ვილი სანიოლი იყენებს.
რაც “კვარა” ნეაპოლშია, ისინი “ინტერს” ხუთჯერ შეხვდნენ, ქართველს კი მათთან საგოლე მოქმედება არ აქვს, ასეთი კი ცოტა გუნდი დარჩა. ჯერ იყო საჩემპიონო ინტრიგის დაძაბვა მილანელთა მხრიდან და შემდეგ “ნაპოლის” რევანში. მაშინ ლუჩანო სპალეტია გუნდის კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო, რომელიც ახლა საპირისპიროდ შეუტევს(ზელინკი ნეპოლელებს დაუპირისპირდება. სათადარიგოთა შორის ველით). გასულ სეზონში ინძაგის გუნდმა ჯერ “მარადონაზე” დამაჯერებლად (3:0) მოიგო,
შემდეგ კი სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, “ჯუზეპე მეაცაზე” გუნდებმა ქულები გაიყვეს(1:1). 77-ე ნომერმა ცოტა ხნის წინ აქ “მილანსაც” პირველად გაუტანა…
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაურიციო მარიანმა სექტემბერში მილანური დერბი განსაჯა. ის ერთ დროს გიბრალტარი-საქართველოზე მეოთხე მსაჯი იყო. ყოფილა იმ შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიას გაუტანია (ატალანტასთან), “ტორინოსთან” კი მოედანზე შესვლიდან მალევე მაცოკი გააძევა…
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩვენი მთავარი
ინტერესი დასკვნითი შეხვედრის მიმართაა. “სენტ ეტიენი” გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილის მეშვეობით თუ ეცდება. თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმაში შევიდა და მისი როლი იზრდება.
“მწვანეებმა” ბოლოს 2019 წელს მოიგო, ამის შემდეგ კი ხუთჯერ შეხვდნენ და “ლიონი” ერთხელაც არ დამარცხებულა.
შეხვედრას 32 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი არბიტრი, ვილი დელაჯოდი განსჯის.
ქართველ ლეგიონერებს წარმატებული მატჩების გაგრძელებას ვუსურვებთ და ხვალიდან ნაკრებში ველით!..
Gel 100 ხარ თუ ვინღაც,ცოტა ნერვები დაიოკე. ჯერ ერთი ნაცი არ ვარ და არც ბოღმა მალაპარაკებს. უბრალოდ ავღნიშე ფაქტი რომ დავითაშვილი მაგარ ფორმაშია და მოკრძალებული აზრი გამოვთქვი. ისე არც ზურიკოა პასებით განებივრებული კლუბში,არც მასეა საქმე. რა არის მაგაში ცუდი თუ ის კვარაზე მეტ გოლს გაიტანს და გაისად მონაკოს ან მარსელის დონის გუნდში გადავა? კვარა კარგი ბიჭია მის ყველა თამაშს მოუტმენლად ველი მაგრამ ღმერთი ხომარაა. და ისე სენტ ეტიენში გოლე ის გატანა უფრო ძნელია.
გაბო ხარ თუ საბო გასაგებია რო ზურიკოს და ჩაკვეს კარგი თამაშის აღნიშვნა გინდა თუმცა აუცილებლად კვარას დაკნინების ხარჯზე უნდა გააკეთო ეეგ?? აუტსაიდერ გუნდში როა მაგას თუ ხვდები რატო იმას ვერ ხვდები და ხედავ რო ყველა პასი ზურიკოსკენ მიდის და რეალურად მთელი გუნდი ზურიკოზე თამაშობს ვინაიდან ყველაზე მაღალი დონისაა გუნდში და საპირისპიროდ ნაპოლიში დააკვირდი კვარას როგორ და რა სიხშირით აძლევენ პასებს,,ღმერთმა ქნას ერთიმეორეზე უკეთესი და დიდი კარიერა ქონდეთ ყველას მაგრამ მაგ ბოღმის ნთხევით კვარაზე ვერაფერს კარგს ვერ გამოაჩენ საკუთარი თავისას,,ბუდუ ხო გყაავთ ერის ბომბარდირი ნაცებს ლამისაა ოქროს ბურთი რო გადასცეთ მეორე ლიგის ფეხბურთელს ხოდა კვარას შეეშვით თუ არ მოგწონთ მისი თამაში ისედაც ხო ბუდუ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გგონიათ და,,თედოო კიდე რო წერს ან ცხრილში ჩაიხედეთ ან სტატისტიკას ჩახედეთ კვარას გუნდი სერია-აში არის პირველ ადგილზე,კვარა არის გუნდის ბომბარდირი და მთავარი ვარსკვლავი ზუსტად მაგ ლიდერ გუნდში, გახდა სექტემბრის თვის საუკეთესო და ოქტომბერშიც ყველაზე მეტი შანსი აქ საუკეთესოობის და თქვენ ეს ლუზერი ხალხი კლავიატურაზე წკაპაწკუპით და ბოღმის ნთხევით რო არ იღლებით რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელის თამაშს??ერთი ქართველის სიდიდის აღსანიშნავად მეორეს რატო აკნინებთ?? ახლა კვარა რო სენტ-ეტიენში ან ლიონში გადაიყვანო წარმოდგენა გააქვთ მაინც რეებს იზაავს? ვის ადარებთ ან რატო ადარებთ?? რა ვქნათ ბარემ სკამზე ხოარ დავსვათ სერიაას ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი??დღეს ვინც სოციალური ქსელებით კვარას აკრიტიკებთ ხვალ კვარას გატანილ გოლზე ფეხზე რა ნამუსით დგებით და თავი კვარას ყველაზე დიდ გულშემატკივრად რა ნამუსით მოგაქვთ?? მე არ მინახიხართ ერთიი ადამიანი მაინც სტადიონზე რომელიც ადგება და ხმამაღლა გააკრიტიკებს და სტვენას დაუწყებს კვარას და რატო? გეშინიათ თქვე ჩმორებოო თუ რატო არ დგებით და რატო არ უსტვენთ თუ ესე ცუდად თამაშობს და თუ სხვები ჯობიან?? მომავალ თამაშშივე შეგიძლიათ გამოაჩინოთ საკუთარი თავები და ვისაც კვარას თამაში არ მოგწონთ ადგეთ და სტვენით აიძულოთ მწვრთნელი შეცვალოს და სხვა შემოიყვანოს თუმცა ამას ხალხის რაოდენობა ჭირდება და მიდი აბა სცადეთ, თან გამოჩნდება რამდენი ხართ ეს ბოღმიანი ხალხი ან კიდე თქვენი ჩმორი ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდება,,ამ ნაცებს და კოლექტიურ ნაცებს ყველაზე მეტნი რო გგონიათ თავები აგერ უკრაინასთან თამაში მოდის და ყველა ვისაც გგონიათ რო ამ ქვეყანაში რამე მოიპარეს ადექით და გვაჩვენეთ ბოლო ბოლო რამდენი ხართ,,ხოლო მერე ის ხალხი ავდგებით ქვეყნის მშვიდობა და განვითარება რო უნდა და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვის სასტიკი წინააღმდეგია გასაგები მიზეზების და არა შიშის გამო,,თუმცა თქვენი ჩმორი ბუნებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ არც ერთი არ ადგებით ფეხზე,თქვენ მაგრები მარტო მაშინ ხართ როცა ხედავთ რო წაქცეულ ადამიანს მოერევით და გაამწარებთ აი ამაში მართლა მაგრები ხართ