დღეს, 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხის განხილვა მოხდება:
1. საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი მ. სარჯველაძე
2. საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დ. სონღულაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: განათლების მინისტრი გ. მიქანაძე .
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლ. ხუციშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრი რ. სოხაძე




