დღეს მთავრობის სხდომაა – მინისტრები 4 საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, 14 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელებს. ესენია:
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
· საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.
· საიდუმლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა