დღეს მზია ამაღლობელს ვივამედში ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს

ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს დღეს კლინიკა ვივამედში ექიმებთა კონსილიუმი მოინახულებს. ამის შესახებ ფორმულას ეთერში ჟურნალისტის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ ისაუბრა.
“დღეს შედის ექიმთა კონსილიუმი. სახალხო დამცველის ეგიდით შედგა ეს ჯგუფი. ექიმები არიან, როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ისე მზიას და მისი ახლობლების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანები”, – თქვა ადვოკატმა.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით:
1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია
2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები
3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია
4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია