დღეს მასკი „დედამიწაზე ყველაზე ჭკვიან“ ხელოვნურ ინტელექტს წარადგენს – Forbes
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, xAI, დღეს წარადგენს უახლეს ჩატბოტს, Grok 3-ს, რომელიც მას „დედამიწაზე ყველაზე ჭკვიან AI-“დ მოიხსენიებს.
მოსალოდნელი წარდგენა, მოიცავს პირდაპირ დემონსტრაციას, წყნარი ოკეანის დროით საღამოს 8:00 საათზე (4:00 საათი GMT), – ნათქვამია მასკის მიერ სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებული პოსტში მიხედვით.
Grok 3-ი გაწვრთნილია სინთეზურ მონაცემებზე, აქვს თვითანალიზის და დაშვებული შეცდომების გასწორების უნარები, მისდევს ლოგიკურ თანმიმდევრულობას.
მასკმა, რომელიც ერთდროულად არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი სამთავრობო ხარჯების შემცირების საკითხებში, თქვა, რომ ის მჭიდროდ ითანამშრომლებს xAI გუნდთან, რათა დაზუსტდეს პროდუქტი მისი გაშვების წინ.
