დღეს ლონდონში „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა გაიმართება

დღეს ლონდონში „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი ლონდონში იმყოფებიან და შეხვედრაში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილთან ერთად პირადად მიიღებენ.
ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა