დღეს ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისი საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. მომდევნო სხდომა კი დაცვის მხარეს დაეთმობა. საქმეზე ეს დასკვნითი სხდომებია.
“გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ბრალდების მხარე არ შეგვხმიანებია, არ უთქვამს ვინ მოჰყავს მოწმეები, თუ საერთოდ მოჰყავს. ზოგადად, რა მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებს ბრალდების მხარე, ჩვენთვის არ უცნობებია. არ მაქვს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი, მე მაქვს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი, სამწუხაროდ”, – აცხადებს გორგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს