“დღეს კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ” – ნანა საჯაია

დღეს, 8 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას FoxNews-ის ქართველი კორესპონდენტი, ნანა საჯაია ავრცელებს.
დღეს კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი (რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) და სტივ კოენი (დემოკრატი ტენესიდან) არიან. ჩვენს მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება. აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა. კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ავტორებს პრეცენდენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.” – წერს ნანა საჯაია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა