დღეს კვირაცხოვლობაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ანუ აღ­დგო­მის გა­ნახ­ლე­ბას და თო­მას კვი­რას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.
კვი­რა­ცხოვ­ლო­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნახ­ლე­ბაა. ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კვი­რა დღე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლია, ამი­ტო­მაც მორ­წმუ­ნე­ე­ბი კვი­რა­ო­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან.
კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ასე­ვე თო­მას კვი­რა ეწო­დე­ბა. წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­დგო­მის დღეს, სა­ღა­მოს, მა­ცხო­ვა­რი თა­ვის მო­წა­ფე­ებს გა­მო­ე­ცხა­და და თა­ვი­სი ჭრი­ლო­ბე­ბი უჩ­ვე­ნა. თომა მო­ცი­ქუ­ლი ამ შეხ­ვედ­რას არ ეს­წრე­ბო­და, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, თქვა, სა­ნამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ იხი­ლავ­და იე­სოს, მის აღ­დგო­მას არ და­ი­ჯე­რებ­და.
აღ­დგო­მი­დან მერ­ვე დღეს, ისევ კვი­რა სა­ღა­მოს, მა­ცხო­ვა­რი კვლავ გა­მო­ე­ცხა­და მო­წა­ფე­ებს. ამ­ჯე­რად თომა მო­ცი­ქუ­ლის თან­დას­წრე­ბით. უჩ­ვე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი და უთხრა, ხე­ლით შე­ხე­ბო­და, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო. თომა მო­ცი­ქუ­ლი მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, თაყ­ვა­ნი სცა მა­ცხო­ვარს და თქვა: “უფა­ლი ჩემი და ღმერ­თი ჩემი”. იგი პირ­ვე­ლი იყო მო­წა­ფე­თა შო­რის, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად აღი­ა­რა იესო ქრის­ტეს ღვთა­ებ­რი­ვი ბუ­ნე­ბა.
უფალ­მა კი უპა­სუ­ხა, რომ ნე­ტარ იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც არ უხი­ლავს და იწა­მა.
კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ტაძ­რებ­ში დაჭ­რი­ლი არ­ტო­სი – სა­გან­გე­ბოდ გა­მომ­ცხვა­რი პური, და­რიგ­დე­ბა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის დღი­დან მთე­ლი ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის მან­ძილ­ზე ეკ­ლე­სი­ებ­ში კან­კე­ლის წინ პა­ტა­რა მა­გი­და­ზე დევს. ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში არ­ტო­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლით იმო­სე­ბა და დიდ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს. მორ­წმუ­ნე­ე­ბი მას გან­საც­დე­ლი­სას, სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი უძ­ლუ­რე­ბის დროს იღე­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ