ქართველების გუნდებით დახუნძლული დღეა. თუ ინგლისსა და ესპანეთში თასის მატჩებია, საფრანგეთში მორიგი ტურია.
ლიგა 1-ში კვლავ გალიდერებული პსჟ მე-10 ტურში “სტად დე მუსტუარს” (16 787) და “ლორიანს” ეწვევა – დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმებისა თუ როტაციის გამო ცხრა ტურში 7 ქულა დაკარგა. პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აშკარად იბრუნებენ (ბოლო სამ მატჩში 13 შესანიშნავი გოლი) და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, გასულ კვირაში გოლი და ორი საგოლე პასი რომ ჰქონდა.
“ლორიანს” მიმდინარე სეზონში 8 ქულა აქვს და აქედან 7 შინ მოიპოვა, ეს კი მათ იმედს აძლევს. ამ გუნდს 12 გოლი აქვს გატანილი, რაც ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ 21 გაუშვეს, ეს კი ბევრია. რადგანაც “ლორიანმა” გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, “კვარას” მათ წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.
რაც ვიცით, დუბლის შემდეგ ჰაკიმის დასვენების საშუალება მიეცემა. სავარაუდოდ, მის ადგილს ზაირ-ემერი დაიკავებს. ნევეში და რუიზი, მინიმუმ, განაცხადში დაბრუნდებიან. შეტევის სამეულად დუე-დემბელე-კვარაცხელია უნდა აღდგეს. შესაბამისად, ძირითადად, ქართველი მარცხნიდან იქნება. გასული სეზონის გადამწყვეტ და წარმატებულ დროს სწორედ ისინი თამაშობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მომხდარა. ბარკოლამ აუცილებლად უნდა დაისვენოდ, “კვარას” გარდა (თუკი მასაც დაასვენებენ) კიდევ ერთი ალტერნატივა კი მბაიეა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში – ლი, ვიტინია, მაიულუ – დუე, დემბელე, კვარაცხელია(ან მბაიე).
“ლივერპული” EFL თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასს” დღეს, 23:45 საათზე, “ენფილდზე” უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, ამ თასის წინა ეტაპზე, “მამარდამ” “საუთჰემპტონთან” (2:1) მოგებულ მატჩში ითამაშა და ალისონის ტრავმა რომ არა, მის გამოჩენას ისევ EFL-ზე ველოდით. იმ ვითარებაში, როცა გიორგი დიდი ხანია თამაშობს, სამშაბათს სასტარტოში გუნდის მესამე მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს ელიან.
“ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა: ვუდმანი – რემსი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ენდო, მაკ ალისტერი – კიეზა, სობოსლაი, ნგუმოჰა – ეკიტიკე.
ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის 1/64-ფინალში “ვილიარეალი” ქვედალიგელ “სიუდად დე ლუსენას” ეწვევა – დღეს, 23:59 საათზე. ტურნირის ეს ფაზა დიდებულად დავიწყეთ – ლუკა გაგნიძემა და იური ტაბატაძემ 2-2 საგოლე პასი შეასრულეს.
დიდი ალბათობით, მარსელინო შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს და მიქაუტაძეს დასვენების საშუალება მიეცემა. მითუმეტეს, ამ კვირაში კიდევ ერთი ტური და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაა.
· მეგრელი რეალურად მთავრი ფავორიტია პსჟ, მაგრამ ლიგაზე ცოტა იღბალიც გინდა და შესაბისად უმეტეს შემთხვევაში ფავორიტები ვერ იგებენ, შარშან გაიხსენე, პსჟ ჯგუფიდან ძლივს გავიდა და მერე იფრინეს
· . ახლა შეიძლება ასე ჩანს,მაგრამ მთავარია,გაზაფხულის პირზე,ვინ რა ფორმაში მივა და რამდენი ტრავმირებული ეყოლება.გადატვირთული წინა სეზონის შემდეგ,ამ სეზონის სტარტზე უამრავი ტრავმა მიიღეს და ნელ-ნელა გამოდიან,მაგრამ არავითარი გარანტია არა აქვთ,რომ საფუძვლიანი ფიზმომზადების კურსის გაუვლელი ფეხბურთელები,დატვირთვების ზრდის ფონზე,კიდევ არ დაიტრავმებიან.ლუის ენრიკე სწორედ ამიტომ ცდილობს,ყველას გადაუნაწილოს დატვირთვები და სათამაშო დრო,მაგრამ გადამწყვეტი თამაშების დრო რომ მოვა,ასე ეკონომიურ რეჟიმში თამაში აღარ გამოუვათ და რეალური საფრთხეა,რომ ძირითადის ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდეთ.კარგი ის არის,რომ ახალგაზრდა ბიჭები გამოცდილებას აგროვებენ და საჭირო მომენტში,იქნებ სრულფასოვნადაც ჩაანაცვლონ,ტრავმირებული ლიდერები.
· lasha პესეჟე არის გუნდი, რომელსაც სულ მცირე 5-6 მოთამაშე ყავს, რომლებიც დღეს-დღეობით საკუთარ პოზიციებზე არიან საუკეთესონი. ერთადერთი ამ გუნდას რეალი თუ გაუწევს კონკურენციას წელს
[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება – ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები…
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა – “ვილიარეალმა” “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად – დღეს საინტერესო მატჩებია
ასე მესის აჯობა – ესპანური მედია “ვალენსიას” მეკარეს იცავს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
დღეს: ქართველი მეკარე “ჩელსის” წინააღმდეგ, ფორვარდი – “რეალის” – “კვარა” არ იქნება




