საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პარიზული დერბი კიდევ ერთხელ შედგება – პსჟ “პარიზს” დღეს საღამოს, ჩვენი დროით უკვე 13 იანვარს, 00:10 საათზე დაუპირისპირდება.
ამ გუნდებმა ჩემპიონატში 4 იანვარს ითამაშეს და ლუის ენრიკეს ბიჭებმა საკმაოდ რთულად (2:1) გაიმარჯვეს. როგორც ჩანს, ახალი წლიდან ესპანელი მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის მაქსიმალურად დატვირთვას აპირებს. ვნახოთ, თასზე რა იქნება.
ამ გუნდებმა ტურნირზე ერთი ეტაპი მარტივად გაიარეს. საფრანგეთის სუპერთასზე “მარსელთან” გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. პარიზული გრანდი ამ ტურნირის რეკორდული, 16-გზის გამარჯვებულია.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა შინ ბოლოს “ბაიერნთან” (1:2) წააგო და საკუთარ მოედანზე ყოველთვის შედეგიანია. ინფორმაციისთვის, 12 პლის წინ პსჟ ამ ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
ენრიკეს გუნდის დანაკლისზე მოგეხსენებათ – ჰაკიმი და მბაიე ნაკრებში არიან(აფრიკის თასის ნახევარფინალში), მეკარე საფონოვი კი ტრავმირებულია. შევალიეს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ თასზე მესამე კიპერს, 19 წლის იტალიელს, რენატო მარინის ვიხილავთ. სუპერთასის განაცხადში ლი მოხვდა, ნჯანტუმ კი ტრავმა ვერ მოიშუშა.
სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცემა და მის გამოჩენას მეორე ტაიმში ველით. მოგეხსენებათ, “პარიზის” მეკარე ტრაპთან “კვარას” “ძველი ანგარიშები” გააჩნია.
დღეს, 23:45 სთ, ინგლისის FA თასი, 1/32-ფინალი
· პატრიოტი არ გესმის ფეხბბურთი გიგია, ხვიჩამ რომ ბარკოლას აჯობა ( ამას კი ბევრი არ ელოდა ) ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მან (ხვიჩამ) ბოლო თამაშიც კრგად ითამაშა, ჩაიხედეთ შეფასებებში
· ჟორა ხვიჩა დაღლილი არაა, მაგრამ ტრამვას უნდა მოარიდონ, რადგამ ხშირად ურტყამენ ფეხებში. კვარა ლიგაზე გიჟივით თამაშობს და იქ უფრო საჭიროა მისი თამაში, ვიდრე საფრანგეთის თასზე.
· L.J. Romel damatebit droshi megobaro???pirdapir penlebi daartyes 😃😃😃tan barkolas ar dauryams penali marseltaan
· ჰკა ხვიჩა, ჰკა! ვერ გაუსწორებს ხვიჩა ძველ ანგარიშებს ტრამპს და აგერ არაა ზარქუა? მიხედავს ბიჭი.)))))))))))))
· gigla გასაგებია რომ კვარა ჩვენია და ობიექტურები ვერ ვიქნებით მ/შორის ვერც მე, მაგრამ როდესაც საუბარია მის დასვენებაზე,ცოტა კომიკურია.. სუპერთასზე ფაქტიურად ერთი ტაიმი ათამაშეს,ისე როგორც წინა თამაშებში, ე.ი. სათამაშო დრო შეზღუდული აქვს და დასვენება არაფერში სჭირდება,პირიქით მეტოქე არც ისე ძლიერია და იქნებ შეაგდოს და სტატისტიკა გაიუნჯობესოს,თუ არა და ლამის მცველად გადააქციეს…კიდევ, აქ სავარაუდო შემადგენლობაში ბარკოლა მოიაზრეთ, არა და თუ დასვენებაზე მიდგა საქმე ლოგიკურად მას უფრო ეკუთვნის დასვენება ვიდრე კვარას,სწორედ კვარა შეცვალა მან ფინალლში და ჩემდა სამწუხაროდ ერთ-ერთი საუკვეთესო იყო პსჟ_ში, მშვენიერი ასისტი, მაგარი თამაში დამატებით დროში და შესრულებული პენალტი, მისი დიდი დამსახურებაა თასით ხელში რომ ხტუნაობდნენ მაკაკებივით პსჟ-ს “ვასკვლავები” მატჩის შემდეგ, მათ შორის კვარაც…
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “მეცი” თასზე მეორელიგელთან განადგურდა
“ბენფიკამ” დავითაშვილის შესახებ “სენტ-ეტიენს” ოფიციალურად მიმართა
სიომინი: ხვიჩა “ნაპოლიში” მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა – “ოქროს ბურთი” შეიძლებოდა მიეცათ
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში – ფრანგული მედიის ვარაუდი
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში – Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
ლუის ენრიკემ “მარსელთან” მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე “მარსელს” მოუგო – კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
სიომინი: ხვიჩა “ნაპოლიში” მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა – “ოქროს ბურთი” შეიძლებოდა მიეცათ
რა ხდება პსჟ-ში – ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება “გალათასარაიში” გადავიდეს
“მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა” – ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
ნუთუ მართლა მიდის – ლუის ენრიკემ შეიძლება პსჟ დატოვოს
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ – არაფერი გამოუვათ
ლუის ენრიკე ვიტინიას გამო პსჟ-დან წასვლით დაიმუქრა




