დღეს კვარაცხელია “ატლეტიკოსთან” ითამაშებს – როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და ტურნირის გამარჯვებით დაწყებას შეეცდება.
საფრანგეთის ნაკრებში ტრავმირებულმა უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ ვარჯიში დაიწყეს, მაგრამ არასრული დატვირთვით. „პარიზიენის“ ცნობით, დემბელე ჯგუფური ეტაპის ორ ან სამივე შეხვედრას გამოტოვებს, ბარკოლა კი „ატლეტიკოსთან“ შეიძლება შეცვლაზე შევიდეს.
დემბელეს გონსალო რამუში შეცვლის და თავის გამოჩენის საუკეთესო საშუალება მიეცემა. ის თავდასხმაში სთან და დეზირე დუესთან ერთად ითამაშებს.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, რამუში.
მატჩი პასადენას „როუზ ბოულზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
· პირატული? პროგრამაში არ უწერიათ და
· გოგი იპოვით ადვილად!! პირვალ არხს ყველგან დაიჭერთ მთელი საღამო ეგ იქნება
· ბესო 1 TV
· jora კვარაცხელია კარგი და არაბიძეზე რატომ არ დებთ სტატიებს რომელიც ულსან ჰიუნდაიში თამაშობს
· Zura Mec mainteresebs romel arxze sheizleba yureba
· გიორგი რომელი არხი აჩვენებს?
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო – გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია