,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა“ – ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა :
,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა: ისტორიაში პირველად, სომხეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას.
2008 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ტარდება ეს კენჭისყრა. სხვებს შორის, საქართველოს მხარს უჭერენ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკლებლივ, ხოლო რუსეთს ყველაზე მარგინალური რეჟიმები: ჩრდ. კორეა, ზიმბაბვე, სუდანი და ასეთები. შედეგები ყოველ წელს იცვლება, მაგრამ მეტ-ნაკლებობით ასეა ხოლმე – 80 ქვეყანა საქართველოს, 15 რუსეთს და დანარჩენები თავს იკავებენ.
წელს მხარდაჭერა რეკორდულია, რაც უკავშირდება ში ს აგრესიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატურ ბმას და რიგ რეგიონებში პოლიტიკურ ცვლილებებს. 103-მა სახელმწიფომ ხმა მისცა საქართველოს და მხოლოდ ცხრამ რუსეთს.
რუსეთისთვის ხმა არ მიუციათ ოკუპირებული ტერიტორიების ამღიარებელ ვენესუელას და ნაურუს; ასევე – მის ტრადიციულ მოკავშირე სერბეთს.
2008-2017 წლებში რუსეთს მხარს უჭერდა სომხეთიც. ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთი თავს იკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
და აი წელს, პირველად, სომხეთმა ხმა მისცა საქართველოს, რუსეთის წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ