“დღეს ისეთი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდში, საკუთარი სიცოცხლე რომ მეუხერხულება !..”

დღეს ისეთი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდში, საკუთარი სიცოცხლე რომ მეუხერხულება !..🖤💔🥹
ვცადე რაღაც დამეწერა და შემდეგ წავშალე, რადგან ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ სირცხვილს და ტკივილს, რასაც ახლა განვიცდი…
ამ პოსტის დაწერა კი, ჩემი უძვირფასესი მეგობრის პოსტზე დაწერილმა კომენტარებმა გადამაწყვეტინა, სადაც ქალბატონი ამტკიცებს, რომ “ეს ტრაგედია, მხოლოდ უბედური შემთხვევაა და არავინაა დამნაშავე”…
2019 წელს ბაღდათიდან მომწერა ქალბატონმა, რომელმაც მიამბო მის სოფელში მცხოვრებ ობოლ ბიჭუნაზე, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დედაც ავად ჰყავდა 😞 მანახა ბავშვის საცხოვრებელი პირობები და მთხოვა დახმარება 💔 ბიჭუნა 8 წლის იყო, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, დედას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა 😞 ფაქტიურად დანგრეულ, უსახურავო ქოხში ცხოვრობდნენ და ბავშვს სოფელი ეხმარებოდა… ბავშვის მამას კლინიკაში სოფელმა უპატრონა და გარდაცვლილიც სოფელმა დაკრძალა 🖤 ჩავაკითხეთ ბავშვს , ჩავუტანეთ საკვები, დავუტოვეთ თანხა და როცა დავრწმუნდი, რომ ქალბატონმა სიმართლე მომწერა, დავუკავშირდი ერთ-ერთ ფონდს, ასევე ჩვენც დავიწყეთ ბავშვისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად ფინანსების მოგროვება და პოსტებმა ბაღდათის საკრებულომდე მიაღწია 😊 დამიკავშირდა ბაღდათის საკრებულოს წევრი თორნიკე გ. და მითხრა, რომ “სახლის” შესარემონტებლად მასალები მისცეს ოჯახს, უნდა წაიღონ და “სახლი” შეაკეთონო 😊 მე ვუთხარი; ტრანსპორტირებას ფინანსები უნდა, ხელოსნებს ფული უნდა და ამ ყველაფერს ბავშვის დედა როგორ გაუმკლავდება, სად აქვს ამის შესაძლებლობათქო და პასუხი; “აბა რა გინდა, რემონტი მე გავუკეთოო”? დავემშვიდობე და რომ მეგონა, რომ ამით დასრულდა ჩვენი კომუნიკაცია, დაიწყო მოწერა და ჩემზე ზეწოლა, რომ პოსტები წაშლილიყო, რადგან ბაღდათის მუნიციპალიტეტს სახელს უტეხავდა ეს პოსტები. ეს კაცი დავბლოკე და მეგონა შეგვეშვა 🙌🏻 აქ მოხდა ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი; მეორე დღეს გამოჩნდა ბავშვის უფროსი და, რომელსაც მშობლები და პატარა ძმა, მანამდე არ მოუკითხავს, დამიკავშირდა და მითხრა; “ჩემს ძმას თქვენი და ფონდის დახმარება არ სჭირდება, ჩემი ქმარი არაფერს აკლებსო”… ვერ დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო და მოვიძიე ბავშვის დაზე და სიძეზე ინფორმაცია 😊 სიტუაცია ასეთი იყო; დის მეუღლე მუშაობდა როგორც სოც-დაუცველი კადრი და დაემუქრნენ სამსახურიდან გაგდებით, თუ მე და ფონდი, პოსტებს არ წავშლიდით… რა გზა იყო, დავემორჩილე და ასე დარჩა ეს პატარა ბიჭი საკუთარი ჭერის გარეშე ( 2 წელი თვალს ვადევნებდი და დედამისს ჩუმად ვეხმარებოდი).. ფონდსაც უარი განუცხადეს შეგროვებულ თანხაზე და ის თანხა სხვა ბავშვებზე გადანაწილდა ( ამის მოწმე რამდენიმე ადამიანია!)…
🔖
2020 წელი,
ტრაგედია ბაღდათში;
სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც შესახლებული იყო მიტოვებულ სახლში, ითხოვდა შველას და ეკუთვნოდათ საცხოვრებელი ფართი ( ეს იცოდა ბაღდათის მერმა, იცოდა ყველამ, ვისაც შეეძლო დახმარებოდა, ან მინიმუმ ფონდებისთვის და მოხალისეებისთვის ეცნობებინა…) ცოცხლად დაიწვა ამ დანგრეულ ხის “სახლში”… 4 პატარა ანგელოზი და 2 ქალბატონი… მერე როგორც ხდება, ისევ დაღუპულები გამოიყვანეს დამნაშავე… 🖤🥹
🔖
2024 წლის დასაწყისი;
ჩემმა უახლოვესმა მეგობარმა მანახა ადამიანი, რომელიც ჩამოშლილ ქოხში ცხოვრობს, საშინელ პირობებში, მთხოვა დახმარება…. მივყევი ამ ამბავს და გაირკვა; გამგებელით დაწყებული, საკრებულოს დარაჯით დამთავრებული , გოგიტას ამბავი ყველას სცოდნია და რეაგირება 0 🥹 შშმ პირს, რომელიც ცხოვრობს უკიდურეს გაჭივრებაში, არც პენსია აქვს და არც სოციალური… გოგიტას დახმარებისთვის ჯვარს მაცვეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამატარეს… სულ მსგავს რამეებს მწერდნენ; “იიი, ინვალიდო – ავადმყოფო, შენი მოგვარებული საქმე რა იქნებაო”…. მერე დაიწყო გოგიტას გაშავების მცდელობა…. ყველანაირი ზეწოლა გადავიტანეთ და მე თვეების მანძილზე მაბულინგებდნენ!!!
🔖
2024 წელი;
13 აგვისტო… ზუგდიდის ტრაგედია; ყველამ იცოდა და ყველა მაინც დუმდა…. ახლა ყველა გულზე იბრაგუნებს მუშტებს “ვაი შვილოს” ძახილით.. 😭😭😭
🔖
პოსტის ფოტო; ფოტოზე 2018 წლის ნოემბერია… პატარა ბიჭი მიწისქვეშა გადასასვლელში, სწრაფი კვების ობიქტის გათბობის ყუთთან თბება. დედა კი ახლოს მოწყალებას ითხოვს…. ეს ფოტო ბლოგზე გამომიგზავნა ფეისბუქის მეგობარმა, დავწერე პოსტი 2018 წელს, დავეხმარეთ… მერე გამიქრა დედა-შვილი და 2019 ში კიდევ მეორეჯერ გავიმეორე ( ძებნის მიზნით)… ბევრი ვიკივლე, ვწერე ცნობილ ადამიანებს და რეაგირება 0 იყო, ყველამ
გაატარა…
მერე სწორედ იმ ხალხმა აიღო ჩემი პოსტიდან ფოტო, რომელსაც ბავშვის დახმარებას ვთხოვდი, გამიტარეს და რეიტინგისთვის დაიწყეს ფოტოს თრევა…
ჩვენ ასე ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ასე ცხოვრობენ სოც – დაუცველი პატარები და ზოგიერთი ისე იღუპება, რომ დახმარების თხოვნასაც ვერ ასწრებს….
პ.ს
ძალიან ხშირად მეფიქრება ობოლ ბიჭუნაზე, ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულ 4 ანგელოზზე, მეფიქრება ბავშვზე, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელზე, გათბობის ყუთთან თბებოდა და დღეს ჩემს სირცხვილიან დარდებს, ხანძარში დაღუპული ტყუპები დაემატა. 😭😭😭😭
Ეკატერინე თოფურია

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა