“დღეს ისეთი რამეები მითხრეს იმ ქვეყანაზე… ერთი ახლადშესვენებულის მეუღლე მიყვება…” – რას წერს მამა ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, ლევან ჯიქური:
დღეს ისეთი რამეები მითხრეს იმ ქვეყანაზე, ჩემთვის უდიდესი ნუგეში იყო, და ვფიქრობ თქვენთვისაც ასე იქნება და ამიტომ დავწერ. ერთი ახლადშესვენებულისთვის ორმოცამდე შეკვეთილ წირვებს ვატარებდით. დღეს მისი მეუღლე მიყვება: “თავიდან ვნახე რომ დაღლილი იყოვო და შეუძლოდ. მშია და მაჭამეო”. როდესაც მიცვალებული ნახავთ რომ რამე აკლია-იცოდეთ რომ ლოცვას და მოწყალების გაცემას ითხოვს. “ახალგაზრდაა, და მეუღლემ რომ ვკითხე რატომ წახვედიო-დავიღალეო”. ღმერთს არასდროს რომ არ უნდა ვაყვედროთ ვინმეს უდრო-უდროდ წაიყვანა. “შემდეგ მითხრა მიშველე ვიხრჩობიო” ადამიანი მოგეხსენებათ გარდაცვალების შემდეგ ორმოცამდე, ღვთის წინაშე ყველა საქმით, სიტყვით და ფიქრით ჩადენილ ცოდვაზე აგებს პასუხს. ამ პერიოდში მისთვის წირვები მიდიოდა და ესიზმრება მეუღლეს “წამალი რომ მომეცი ვსუნთქავ, ბევრად უკეთ ვარო”. აქედან რა წამალი უნდა გავუგზავნოთ? ეს იყო წირვაზე დედის ცრემლიანი ლოცვის შედეგი. “გარდაცვლილმა რომ ტირიხარ მე ვსველდები და აქედან ნუგეშს გაძლევრო”. მიცვალებულზე შეიძლება მხოლოდ მონატრების ცრემლები, გლოვით წუხდებიან. აქვე ვხედავთ სულთა საოცარ კავშირს. “შემპირდა აუცილებლად დავბრუნდებიო”. რა თქმა უნდა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, როცა ყველა გამოვა საფლავიდან და ერთნი წავლენ დაუსრულებელ სიხარულში. და მეორენი მარადიულ ცეცხლში. ბოლო წირვაზე მეუღლემ მხოლოდ ლანდიღა დავინახე და რომ ვიკითხე “როგორ არის ჩემი მეუღლეო? რაღაც ხმამ მითხრა კარგად არის და მშვიდადო”.

ასევე დაგაინტერესებთ