“დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვთ და ბედი თქვენი”- დიმიტრი სამხარაძე

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.

“ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს რუსთაველზე მდგომნი.

“ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო!

დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ, მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2 კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს “ქართული ოცნების“ ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდით!

დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი, სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი