დღეს თბილისში ავტობუსები 9 დამატებით მარშრუტზე იმოძრავებენ

თბილისის მერიის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 6 მაისს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება.
ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
მარშრუტები დაიგეგმა შემდეგი მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
“აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

IMF-ის მხრიდან დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვის მოთხოვნა მიუთითებს, რომ სებ-ს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ, არაგამჭვირვალედ ან არარეგულარულად გადასცეს თანხები მთავრობას – რომან გოცირიძე