დღეს თბილისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.