დღეს თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგია დედაქალაქის 5 რაიონში კონკრეტულ ქუჩებზე შეიზღუდება:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, მთაწმინდის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ჭონქაძის, ვახტანგ მოსიძის, უკლებას, არსენას, ბესიკის, ვეძინის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანის, ძმები ზუბალაშვილების და ფარაჯანოვის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ამილახვარის და ნაზი შამანაურის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, სალხინოს, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილის, რწმენის, ჩხენკელის, ვარდისუბნის, მაჭავარიანი-წერეთლის და შერვაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება