დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 დეკემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი” ავრცელებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გულუას, მეორე ხეივნის, ნადიკვრის, ვოლსკის, კალანდაძის, კრწანისის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, სამტრედიის, კარალეთის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ზედაზნის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის, პეტრიწის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, ქურდიანის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, კონსტიტუციის და ცაიშის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ