“დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს” – ნიკა მელია

ტვ იმედზე გუშინ გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა.
მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო. დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს”, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას “პირად ანგარიშსწორებას” უწოდებს,ანუ ხელისუფლება არაფრის შუაშიაო. Zura Manjavidze მინიმალური ადამიანობის საკითხია – გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს, მითუმეტეს როდესაც თავად გამოგიცდიათ იგივე და რეჟიმის “მრეცხავად” არ იჯდეთ პროპაგანდისტულ არხზე. ადრეც არსებობდენ და ახლა ხომ არსებობენ და არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლების ძალადობა ხან ცუდია და ხან კარგი – ხელისუფლებას გააჩნია!
არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით” საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა