დღეს ს და სტივ უიტკოფის შეხვედრა გაიმართება

ს პრეზიდენტი დღეს მოსკოვში -ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრას დაესწრება -ის პრეზიდენტ ს სიძე, ჯარედ კუშნერიც, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებში გარე მრჩევლის ფუნქციას ასრულებს.
სამიტს წინ უძღოდა ფლორიდაში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები, რომელსაც უტკოფი და კუშნერიც ესწრებოდნენ და რომლის მიზანი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის დახვეწა იყო.
გუშინ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ს პრიორიტეტები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა. ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებაში ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული ელემენტია.
უიტკოფმა მოლაპარაკებები ასევე გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ სერ კირ სტარმერთან, ზელენსკისთან და უკრაინის ახალ მთავარ მომლაპარაკებელთან, რუსტემ უმეროვთან, ზელენსკი-მაკრონის შეხვედრას კი ვირტუალურ რეჟიმში რამდენიმე ევროპელი ლიდერი შეუერთდა.
ორშაბათს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი „ძალიან დახვეწილია“ და დასძინა, რომ „ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი“.
„რაც შეეხება დეტალებს, მომლაპარაკებლებს მოლაპარაკების საშუალებას მივცემთ. თუმცა, ჩვენ საკმაოდ კარგად ვგრძნობთ თავს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება“, – აღნიშნა ლევიტმა.