დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი

დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი
წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრი მეც ვიყავი, არც ერთი საკომიტეტო მოსმენა არ ჩატარებულა, სადაც რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა მიუღია და არსებითად განუხილავს ერთი საკითხი, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში.
მის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი კანონისთვის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, ხმა არ მიუცია, ახლა კი ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი და ვაჭრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანდიდატის სტატუსით და ასოცირების ხელშეკრულებით.
„არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, მათ ხმა არ მიუციათ და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი. გვედავებიან იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ინიციირებულია, კანდიდატის სტატუსი ჩვენი მიღებულია და დღესაც ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ვასრულებთ, მაგრამ არაფერი გვინდა და არაფერი გვიღირს ჩვენ იმად, რომ ვიღაცამ ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან ან მოსკოვიდან, დაგვიძახოს და იფიქროს ჩვენზე, რომ ვართ სახელმწიფო, რომელსაც მართავენ.“ – განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შუა დერეფანი დიდ შესაძლებლობებს აძლევს და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საჭიროა სიმშვიდე, პროცესებზე დაფიქრება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს შუა დერეფნის გამოყენებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება არა ყოველკვირეული ს ჩატარება, არამედ, გვჭირდება დაფიქრება, სიმშვიდის შენარჩუნება, დაკვირვება პროცესებზე და პარალელურად, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება როგორც აღმოსავლეთთან, ასევე ევროპასთან,“- აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ერის წინაშე, ეს თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც აღიარეს, რომ ომი თავად დაიწყეს

2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს როგორც ჩვენი სამხედროების უპრეცედენტო გმირობის, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის ღალატის მაგალითი

რაც არ უნდა უარყონ და პარტ-ჟურნალისტებმა ალოგიკური კითხვებით გამიზნულად ხელი შეუშალონ აგვისტოს ომზე სიმართლის მთქმელ რესპოდენტებს, ფაქტებს ვერ გაექცევიან, ვერც მოიწმენდენ იმ ღალატს, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე