დღეს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის.
პარლამენტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.