დღეს, ევროპარლამენტში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივების კენჭისყრა გაიმართება (ვიდეო)

საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე – დღეს, ევროპარლამენტში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივების კენჭისყრა გაიმართება.

კენჭისყრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. გადაწყვეტილება იმ მესამე ქვეყნებს შეეხება, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა.

კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ რომ უვიზო რეჟიმით არ უნდა ისარგებლონ იმ ქვეყნების მთავრობის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.

ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნამეცმა განაცხადა, რომ კომისიამ მოქნნილი გახადა, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხოს მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების პასპორტებს, როცა უცხო ქვეყნის მთავრობა სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის კანონებს.

მისი თქმით, ასეთი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა და დიპლომატებმა “ვეღარ უნდა ისიამოვნონ უვიზო მიმოსვლაზე წვდომით ევროპასთან. ამავდროულად, ზოგადად მოსახლეობას არ უნდა უწევდეს ამ შედეგების ატანა”.

პირველად ისტორიაში ევროკავშირს შეეძლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო. კომისიამ გახადა მოქნილი, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხოს მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების პასპორტებს, როცა უცხო ქვეყნის მთავრობა სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის კანონებს, არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, ამ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა და დიპლომატებმა ვეღარ უნდა ისიამოვნონ უვიზო მიმოსვლაზე წვდომით ევროპასთან. ამავდროულად, ზოგადად მოსახლეობას არ უნდა უწევდეს ამ შედეგების ატანა, მათი მთავრობების ქმედებების გამო. 

მინდა მოვიყვანო ს ჯარისკაცების მაგალითი, რომლებიც ჩადიან ომის დანაშაულს ღაზაში და უფრო მეტიც ბუსტავენ ამ ყველაფერს სოციალურ მედიაში. ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ამორალურია მივესალმოთ მათ გაშლილი ხელებით ევროპაში. 

როგორც იქნა, ჩვენ საბოლოოდ გავამარტივებთ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმებს. ეს მექანიზმი იქნება იარაღი, რათა დავრთგუნოთ მესამე ქვეყნები, ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ღირებულებებს,” – განაცხადა მატიაზ ნამეცმა. 

დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, 17 ნოემბერს, ბრიუსელში მინისტრების საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქართველო, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგება.