დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ევროპის აყვავება განაპირობა – ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია, ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა

დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ევროპის აყვავება განაპირობა – ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია, ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა
დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ამ გაერთიანების და ზოგადად, ევროპის აყვავება განაპირობა. მეტიც, ამ ფუნდამენტურ ღირებულებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ევროპული ერთობა ინგრევა, რამეთუ ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია – ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
როგორც შათირიშვილი წერს, ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირი, საქართველოსგან და მისი მსგავსი ტრადიციული ქვეყნებისგან, ერთხმად ითხოვენ, რომ უკან გაიწვიონ ნებისმიერი კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების მავნე ზემოქმედებისგან დაცვას ეხება.
„შეგახსენებთ ჩვენს უახლეს წარსულს, როდესაც ასე, მარტივად დაიწყო ყველაფერი; ევრობიუროკრატია თავიდან ხომ მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საქართველოში, თბილისში, ქალაქის ცენტრში, პატარა მიტინგი ჩაეტარებინათ მცირე ხნით… აბა ამით თითქოს რა უნდა დაშავებულიყო?!
და დაშავებით რომ შავდება, თანაც ძალიან, ნებისმიერი დამეთანხმება, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ევროპულ ქალაქებში, მაგალითად, ბარსელონაში, ლგბტ თემის სექსუალური შინაარსის თავყრილობები, ლამის ორგიები, რომლებსაც არცთუ იშვიათად, არასრულწლოვანთა თანდასწრებით ხდება.
საერთო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ამ გაერთიანების და ზოგადად, ევროპის აყვავება განაპირობა. მეტიც, ამ ფუნდამენტურ ღირებულებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ევროპული ერთობა ინგრევა, რამეთუ ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია – ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა.
სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირი, ლამის ერთხმად ითხოვენ საქართველოსგან და მსგავსი, ტრადიციული ქვეყნებისგან, რომ უკან გაიწვიონ ნებისმიერი კანონი, რაც არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან და ოჯახური ღირებულებების დაცვას უკავშირდება.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.
Next: იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას