დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

„კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ -ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.
„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა.
რადიკალური ოპოზიციის მოლარე კეზერაშვილი რომ საუკუნის აფერასთან პირდაპირ კავშირში იყო, ეს ბრიტანულ ავტორიტეტულ მედიაკორპორაცია BBC-ისგან შეიტყო მთელმა მსოფლიომ, მაგრამ აშკარა მტკიცებულებებმა დღის სინათლე პირველად იხილა. „მისტერ ოფშორი“, როგორც მას ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უწოდეს, რამდენიმე წლის განმავლობაში ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს.
კეზერაშვილი რომ კრიმინალია, ქართულ საზოგადოებას ამის დასადასტურებლად არც რომელიმე უცხოური გამოცემის სტატია და არც ახალი გამოძიების მასალები სჭირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის და ახლა უკვე კოლექტიური ნაც-მოძრაობის მთავარი მოლარე ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, რამდენიმე წელიწადში კი მის ანგარიშზე, როგორც მინიმუმ მილიარდიანი ქონება აღმოჩნდა.
სწორედ კეზერაშვილია იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომლებიც 2008 წლის ომით სარგებელი მიიღო და მოკლე დროში კოლოსალურად გამდიდრდა. მისი ხელით იძარცვებოდა საქართველოს ბიუჯეტი და კეზერაშვილის „შავ სალაროში“ გროვდებოდა ბიზნესმენებისა და მცირე მეწარმეებისთვის წართმეული თითოეული თეთრი, რასაც თავის მხრივ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა უწევდა ორგანიზებას.
ამ შემთხვევაში საინტერესო და ყურადსაღები სულ სხვა გარემოებაა − როგორც ცნობილია, კრიმინალი კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გადაადგილებასთან ერთად პერიოდულად ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალები მისი საიდუმლო შეხვედრების თაობაზე. ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია მან ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსან კურტ ვოლკერთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში შედგა.
ძველ დანაშაულებსა და ქართული სამართალდამცავი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილ წერილებს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ევროპული სამართალდამცავი კოალიციის, „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს მის დასაპატიმრებლად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კეზერაშვილს არათუ რაიმე შეზღუდვა არ აქვს გადაადგილებაზე, მას ფრანგულმა სასამართლომ ერთგვარი ინდულგენციაც კი მიანიჭა, როდესაც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა.
კეზერაშვილის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება კიდევ ერთი ქართველი კრიმინალი − ზურაბ ადეიშვილი. არათუ გადაადგილდება, უკრაინის ხელისუფლებამ მას უმაღლესი თანამდებობაც კი მისცა და ისიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით დადის და საკუთარ „გამოცდილებას“ უზიარებს ევროპელ კოლეგებს. მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, და სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს. სხვათა შორის, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ორ მთავარ ბანდიტზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური − . მისი ბანდის წევრების მსგავსად, ისიც სრულიად თავისუფლად დადიოდა ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში, სანამ პატრონებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით ფარულად შემოპარვა და რევოლუციური გეგმების განხორციელება არ დაავალეს. რომ არა ქართული სპეცსამსახურების უმაღლესი კვალიფიკაცია, პროცესების გართულების რისკი ნამდვილად არსებობდა.
ეს ფაქტები უტყუარად ადასტურებს ერთ რამეს − დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.
კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია.
ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება და ამით არის განპირობებული ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც საქართველოს მიმართ აქვს ადგილი. ამიტომ ხდება ისეთი აბსურდული რეზოლუციების მიღება, სადაც კეზერაშვილი უდანაშაულო მედიამფლობელია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს…
ეს არის ბოლომდე დეგრადირებული ევრობიუროკრატიის სახე, რომელიც ეგრეთ წოდებული Deep state-ისგან მართული ამერიკული სპეცსამსახურებისგან მიღებული დირექტივის განხორციელებისთვის მზად არის ფეხქვეშ გათელოს ოდესღაც ევროპასთან ასოცირებული ფასეულობები − იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ სხვა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია