დღეს, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაამტკიცა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკაბების ჩარჩო – ზელენსკი

დღეს, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაამტკიცა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკაბების ჩარჩო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ დაწერა.
„დღეს, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაამტკიცა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკაბების ჩარჩო. ველოდები შემდეგ კვირას, 25 ივნისს, როდესაც დაგეგმილია უკრაინის და ევროკავშირის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია და დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი” .
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭომ, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა.
DW-ს ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შეუძლიათ ოფიციალურად დაიწყონ მზადება 25 ივნისს დაგეგმილი მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის, რომელიც ამ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისი გახდება.
ამასთან, ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი, მოლდოვასთან – კი – 18:00 საათზე.