დღეს ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელებენ. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიას განიხილავს და ევროკავშირისა და -ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს.
მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.
“საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებსა და უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად მოვლენებზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”- ნათქვამია განცხადებაში.