„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით“ – საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, „დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ“:
„როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?
· არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;
· თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;
· თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;
· თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;
· შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;
· დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
