დღეს და მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას გუშინდელი მცდელობის გაგრძელებად მივიჩნევთ და მივიღებთ შესაბამის ზომებს – შსს

გელაძის უწყება აცხადებს, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას გუშინდელი მოვლენების გაგრძელებლად მიიჩნევს და შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის შესახებ -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში კანონდამრღვევების დადგენას აგრძელებს და დღეს და მომდევნო დღეებშიც კანონს აღასრულებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად. ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ