დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია მსოფლიოს 60-მდე ლიდერის შეკრება.
როგორც მოსალოდნელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდება.
ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი .
კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებგვერდზეა აღნიშნული, ღონისძიება იმართება ცვლილებების გარდამტეხ მომენტში, როდესაც იანვარში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ახალი ციკლი იწყება და კონფერენციიდან ერთ კვირაში გერმანიაში საპარლამენტო ა დაგეგმილი.
კონფერენციის პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, გლობალური მმართველობის, დემოკრატიული მედეგობის, კლიმატური უსაფრთხოებაისა და სხვა საკითხებზე. შაბათს დებატები შეეხება საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებს, ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალს. კვირას, კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება მსჯელობა მსოფლიოში ევროპის როლთან დაკავშირებით.
ღონისძიების დახურვის წინ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰოისგენისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.